1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ისე მომკვდარა, ხმაც ვერ გაუღია, მისი ორივე და ყოფილა რაგბის თამაშზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა”

20 წლის ლაშა მღებრიშვილის გარდაცვალების ფაქტმა უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული. ახალგაზრდა ბიჭი, გუშინ რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა. იგი შერკინებისას მოულოდნელად გახდა ცუდად, გული გაუჩერდა, კრიჭა შეეკრა და მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ გაიხსენა მისი სტუდენტობის პერიოდი:

“ლაშა იყო არაჩვეულებრივი გულისხმიერი, ძალიან წესიერი და მოწესრიგებული ახალგაზრდა. სამი წელია რაც ვიცნობ და მასზე ვერფერ ცუდს ვერ გავიხსენებ. ტურიზმზე სწავლობდა ჩვენთან. არ არსებობს და არ მეგულება ლაშაზე განაწყენებული ვინმე ყოფილიყო.

სპორტულ შეჯიბრებებში სულ გამორჩეული და აქტიური იყო. ძალიან მეტკინა გული, ავტობუსით სახლში მოვდიოდი და უნებლით შევამჩნიე, რომ ვტიროდი, ასე დიდი ხანია არაფერი განმიცდია. მთელი უნივერისტეტი იყო იმ თამაშზე… როდესაც ლაშას თავს უბედურება დატრილდა, მისი ორივე დაც იქ ყოფილა. ისე მომკვდარა ხმაც კი ვერ გაუღია.

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას აქვს დაწერილი ფეისბუქზე, “სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდება, სიკვდილით იწყებაო”, – განუცხადა “მშობლები.ჯი”-ს კვარაცხელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები