1 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"4-7 წლამდე პატიმრობა მემუქრება...მაქვს უფლება კარვები გავშალო, რატომ მიკრძალავენ"?

მაქვს უფლება კარვები გავშალო და რა უნდათ, რატომ მიკრძალავენ? - განაცხადა ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

საქმე ეხება, შსს–სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელს.აღნიშნული სარჩელით ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ

„ამ კარვების გამო 4-7 წლამდე პატიმრობა მემუქრება. წყობიდან გამოვყავარ საპატრულოს თანამშრომლებს. აქცია გრძელდება. იმედია, მოსამართლეც მოგვცემს საშუალებას, რომ კარვები გავშალოთ. რა უნდათ ვეღარ ვხვდები, მაქვს უფლება კარვები გავშალო, რატომ მიკრძალავენ?,- განაცხადა სარალიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები