1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"იმის მაგივრად კონკრეტული რჩევა მოეცათ, მოვისმინე, რომ მოუქნელი ვარ და პირიდან ცეცხლს ვერ ვაფრქვევ" - მარიკა თხელიძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს


“ცეკვავენ ვარსკვლავებს” კიდევ ერთი კონკურსანტი გამოაკლდა. შექმნილი პირობების გამო, რომელთა შესახებ მარიკა დაწვრილებით ჰყვება, მან პროექტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და “ცეკვების” შიდა სამზარეულო გარეთ გამოიტანა.

მარიკა წერს:

“საზოგადოების, გულშემატკივრების, თაყვანისმცემლების, მსმენელისა და მაყურებლებისგან მიღებული მხარდაჭერის გამო ვფიქრობ, ვალდებული ვარ მოგიყვეთ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უკავშირდება ტელეპროექტს „ცეკვავენ ვარსკვლავები“.

მიწვევისთანავე შემოთავაზებას აზარტით და დიდი მონდომებით დავთანხმდი. თანხმობა, რომელსაც სიამოვნება და მეტი მოტივაცია უნდა მოჰყოლოდა დიდ გაუგებრობაში გადაიზარდა. მოუგვარებელი დეტალები, რომლებიც პროდიუსერებსა და ხელმძღვანელ სუბიექტებს უკავშირდებოდა გადმოგვდეს ჩვენ, მიწვეულ ვარსკვლავებს და ნეგატიურად დაგვმუხტეს იმ დროს, როცა მხოლოდ ცეკვაზე უნდა მეფიქრა და პირველ რიგში იმაზე, რომ მაყურებელი მაქსიმალურად კმაყოფილი ყოფილიყო შოუთი.
ძალისხმევა არ დამიშურებია, თუმცა არსებულს დევიდის მიმართ გამოხატული უსამართლობაც დაემატა.

მორიგ ეტაპზე გაჩნდა ჩაცმის პრობლემაც, მექნებოდა თუ არა სასცენო კოსტიუმი დროულად და რეალურად ყველაფერი ექსტრემალურად ვითარდებოდა, პასუხიმსგებელი პირები ტელეფონის ზარსაც არ პასუხობდნენ…

კიდევ ერთი უცნაურობა ის არის, რომ რამდენიმე პირდაპირი ეთერის დროს, თავად როგორც ნახეთ, ზარებსა და მესიჯებთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ცხადდებოდა. ჯერ თითქოს უფასო იყო, შემდეგ თქვეს რომ ფასიანია, რის გამოც გულშემატკივრებთან თავი უხერხულად ვიგრძენი.

მე არ მქონდა პასუხი მაყურებლის კითხვაზე, რატომ არ ცხადდებოდა მიღებული ზარების საერთო რაოდენობა და კონკურსანტების ნომერზე დაფიქსირებული კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი.

ჟიურის დამოკიდებულება და შეურაცხმყოფელი კომენტარები, რის გამოც ერთ-ერთმა მონაწილემ პირველმა დატოვა პროექტი, თავადაც გახსოვთ. გვჯეროდა, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს მიდგომა შეიცვლებოდა, მაგრამ ჩვენი წყვილის მისამართით უფრო გამძაფრდა. უცნაურია, რომ მე და დევიდს, ყოველთვის გვრჩებიდა განცდა, რომ სხვისი შეცდომების გამო სცენაზე ჩვენ უნდა გვეგო პასუხი.

ყოველდღიურად რვა-ცხრა საათი ვვარჯიშობდი იმისთვის, რომ მაყურებელამდე სრულყოფილი შოუ მიმეტანა. მიუხედავად იმისა, რომ მიწვეული მონაწილეები არ ვართ პროფესიონალი მოცეკვავეები, ეს თითქოს ყველას ავიწყდებოდა და იმის მაგივრად კონკრეტული რჩევა მოეცათ, კისერი გაგვესწორებინა თუ ფეხი, მოვისმინე, რომ მოუქნელი ვარ და პირიდან ცეცხლს ვერ ვაფრქვევ

უნდა იცოდეთ, რა ქმნის მაღალი ხარისხის შოუს და ისიც, ფსიქოლოგიურად როგორ ვისტრესებოდით ორშაბათიდან-ორშაბათამდე.

ვწუხვარ!!! იძულებული ვარ ასეთი გადაწყვეტილება მივიღო – მე ვტოვებ პროექტს და უარს ვეუბნები ადამიანებთან გულგრილ, არაპროფესიონალურ და ზერელე დამოკიდებულებას. უარს ვეუბნები ყველას, ვისი შეცდომის გამოც მე მივიღე სტრესი. ვისი შეცდომის გამოსწორებაც ექსტრემალურ პირობებში მე მიწევდა სცენაზე. ვისი მონდომებითაც ჩემი შრომა და ძალისხმევა გადაიფარა.
ეს პროექტი უკვე წარსულია, ამიტომ ვიცეკვებ სხვაგან, სხვა დროს და სხვა სივრცეში. სიახლეებით მალე დაგიბრუნდებით.

პატივისცემით, თქვენი მარიკა თხელიძე ”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...