1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩემს წაქცევას მაინც ვერ მოესწრებით, ვერა! – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელებმა “ედისონ რისერჩის” კვლევებით რეიტინგი გაუყალბეს, რამაც მის ამომრჩეველზე მოახდინა გავლენა.

“ამერიკის შესაბამის სამსახურთა შუამავლობით ორ ერთმანეთთან გარიგებულ ძალას, ნაც-ოცნებას ყოველგვარი შუამავლობის გარეშე, ჩემს მიმართ ცხოველური სიძულვილი აერთიანებს.  ნაცების ხელმძღვანელებმა (რიგითებს არაფერს ვერჩი) ედისონ რისერჩით თვეებია იმდენი მიყალბეს რეიტინგები, რომ ჩემი ამომრჩეველი ქვეცნობიერად დაარწმუნეს არჩევნებში მოსვლის უაზრობაში, უფრო მეტიც ეგზიტ-პოლში ჩემზე წინ, ნარკოტიზმის მთავარი პროპაგანდისტი დაწერეს რათა უფრო მეტად დავთრგუნულიყავი. ასეთი რამ ბიძინასაც კი არ მოსვლია აზრად,ჩემი თავი ჯანდაბას ეს ხომ უპირველესად მთელი ერის შეურაცხოფაა მსოფლიო მასშტაბით. გაიგეთ ჩემს წაქცევას მაინც ვერ მოესწრებით ვერა,”- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები