1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ძალიან მღელვარე არჩევნები გველის... იმედია აქტივობა პირველ ტურზე მაღალი იქნება“ - IRI

IRI-ის წარმომადგენლებმა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასეს და ამომრჩეველს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორი, სტეფან ნიქსი ამბობს, რომ მეორე ტურში აქტიურობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევს პრეზიდენტს.

„უკვე ვიცით, რომ ორ კანდიდატს შორის მეორე ტური იქნება, ასე, რომ ძალიან მღელვარე არჩევნები გველის. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ უფლება კიდევ ერთხელ მივიდნენ და ხმა მიცენ მომავალ პრეზიდენტს. ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც მათ ამის შანსი მიეცემათ... ძალიან გთხოვთ მიდით უბანზე და გააკეთეთ არჩევანი, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შანსი, იმედი გვაქვს, რომ აქტივობა პირველ ტურზე მაღალი იქნება,“ - განაცხადა სტეფან ნიქსმა.

ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს ასევე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ჯონ დიპირო. მისი თქმით, მეორე ტურში ამომრჩეველმა თავისუფლად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე უნდა შეძლონ არჩევანის დაფიქსირება.

„იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურში საარჩევნო გარემო იქნება ძალიან კონკურენტული, ღია და გამჭვირვალე ასე, რომ საინტერესო არჩევნები გველოდება. ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ ამერიკელებს, როგორც საქართველოს მეგობრებს და მხარდამჭერებს იმედი გვაქვს, რომ ხალხს საკუთარი არჩევანის გამოყენების საშუალება ექნება, ღია გარემოში, სადაც მათ დაბრკოლება არ ექნებათ პოლიტიკური პარტიების მხრიდან,“ - განაცხადა ჯონ დიპირომ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები