1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გია აბაშიძე- გამორიცხული არაფერია და შესაძლოა, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს, მაინც ვხედავთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან პროცესის ძალიან მუქ ფერებში წარმოჩენისა და დრამატიზების მცდელობას“ - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის, მათ შორის ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ დებოშის მოწყობა უბანზე, კატეგორიულად მიუღებელია.

„ის ფაქტი, რომ 15 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ელექტორატის 31 პროცენტია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა აქტივობა იყოს იმის მსგავსი, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გვქონდა - 46%. “ - განაცხადა გია აბაშიძემ. მისი მოსაზრებით, გამორიცხული არაფერია და შესაძლოა არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.

„მთავარია, სწორად და დროულად მოხდეს საჩივრების განხილვა და არავის გაუჩნდეს კითხვის ნიშანი შედეგებთან დაკავშირებით. საინტერესო იქნება საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ პირველადი შედეგების შეფასება, მინიშნებები და რეკომენდაციები. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხსიმგებლობითა და ღირსებით დამარცხების აღიარება, საკუთარი შეცდომების დანახვა. იმედს ვიტოვებ, ყველა კანდიდატი აცნობიერებს ამას და არ გადაზრდის საკუთარ წარუმატებლობას მცირეხნიან პოლიტიკურ ავანტიურაში" - განაცხადა გია აბაშიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...