1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„9 თვე არის, რაც გამოვიდა. ძალადობაზე და ტელეფონის წართმევაზე იყო მსჯავრდებული" - გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დედა

ჩამოტვირთვა

გორში 9 წლის გოგონას წამებით მკვლელობაში ბრალდებული, იაგო ნებიერიძის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი წარსულში ნასამართლევი იყო ქალზე ძალადობის ბრალდებით.

„9 თვეა რაც გამოვიდა. ტელეფონის წართმევაზე და ჯაჯგურის დროს ძალადობა გამოუვიდა მერე, ქალბატონი იყო ვიღაცა. ღამის 12:00 საათზე დამადგნენ თავზე და წაიყვანეს. სახლში რომ მოვიდა რა უნდა ეთქვა, სამუშაოზე იყო. ასე თქვა, მე არაფერი დამიშავებიაო და მეც ეგრე ვიცი, რომ არაფერი დაუშავებია“-ამბობს დაკავებულის დედა.

ნუნუ ნებიერიძე ადასტურებს, რომ მის შვილს უცნობი მცირეწლოვანი ბავშვების სურათები მეხსიერების ბარათზე ჰქონდა.

„ეგ ჩიპი იქიდან ჰქონდა წამოღებული ციხიდან, იქა რომ დაინახეთ ის ბავშვი იყო იქა? ვიღაცა ბავშვების სურათები იყო იქა. რატო ჰქონდა და იქაო ვათხოვე ვიღაცას ცარიელი ფლეშკა იყოო. იმდენი ტყუილები გაშუქდა, რომ პასუხს გაგებინებთ სუყველას. შვიდ საათზე მოვიდა სახლში. 9 წელი მოიხადა ყაჩაღობის მუხლი იყო რა თქმა უნდა, არ გადაუკვალიფიცირეს“-ამბობს დაკავებული იაგო ნებიერიძის დედა ნუნუ ნებიერიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები