1 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ანსამბლის „რუსთავის“ 50 წლის იუბილეს ანზორ ერქომაშვილმა სპეციალური გამოცემა მიუძღვნა

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ანსამბლის დამაარსებლისა და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის წიგნი - „რუსთავი 50“. გამოცემას თან ახლავს  ანსამბლის მიერ შესრულებული,  უნიკალური 400 ქართული ხალხური სიმღერის და საეკლესიო საგალობლის აუდიოჩანაწერი 16 კომპაქტ დისკით.

ანზორ ერქომაიშვილმა  საინტერესოდ შეკრა ანსამბლ „რუსთავისადმი“ მიღვნილი, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ცნობილი მოღვაწეების, მათ შორის, მუსიკოსების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანების, პოლიტიკოსების აღფრთოვანებული წერილები, მსოფლიო პრესის გამოხმაურებები, უმდიდრესი ფოტომასალა. წიგნი სრულყოფილად  და რეტროსპექტიულად ასახავს „რუსთავის“ მიერ 50 წლის განმავლობაში წარმატებით განვლილ გზას და შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს.

„თქვენ დრო დაამარცხეთ, რადგან ჭეშმარიტ ხელოვნებას ემსახურებით“ - ასეთ შეფასებას აძლევს ანსამბლის 50 წლიან მოღვაწეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II.

„უაღრესად საგულისხმო და საინტერესოა ის შინაარსი, რითაც დატვირთულია გამოცემა.  წიგნის ავტორი ერთგვარად თავს უყრის ქვეყნისათვის და ქართული კულტურისათვის ნახევარსაუკუნოვანი თავდადებული შრომის შედეგს. წიგნი „რუსთავი 50“ ბ-ნი ანზორის ერთგვარი სამადლობელო სიტყვაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მეგობრობისა და თანამდგომის როლი იკისრეს საქართველოში და მსოფლიოს წინაშე ანსამბლ „რუსთავის“ წარმოჩენის და პოპულარიზაციის საქმეში,“ -   აღნიშნავს   ანსამბლ "რუსთავის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გაბუნია.

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1968 წელს დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლირუსთავიდაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...