1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის - "გამჭვირვალობის" შუალედური ანგარიში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 2018 წლის 1 ივნისიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით გამოიკვეთა რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია, რასაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე. განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავლენიანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები.

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • წინა არჩევნების მსგავსად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პროცესმა ლეგიტიმური კითხვები გააჩინა ამ პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით. რამდენიმე შემთხვევაში კვლავ წინასწარ გავრცელდა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც კომისიებში უნდა დანიშნულიყვნენ. ეს პროგნოზები მოგვიანებით მეტწილად გამართლდა. ასევე, მედიით გავრცელდა რამდენიმე სატელეფონო ჩანაწერი, რომელთა ავთენტურობის შემთხვევაში, დასტურდება პროფესიული ნიშნით კომისიების წევრების შერჩევაში მმართველი პარტიის აქტიური მონაწილეობა და მათზე გავლენა.
  • დადებითად შეიძლება შეფასდეს ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ძალადობრივ ინციდენტების თითქმის არ ჰქონია ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრებზე ხშირად გვხვდებოდა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა მიერ კონტრაგიტაციის შემთხვევები და მაღალი იყო ფიზიკური კონფრონტაციის ალბათობა. ქუთაისის საკრებულოში დაფიქსირდა ერთი ძალადობრივი ინციდენტი, როდესაც ამ წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების” წევრები იმისთვის, რომ მან სოციალური ქსელების მეშვეობით პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გალანძღა.
  • აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობის საქმის გახსნილად გამოცხადების გზით. ამ ფაქტს წინ უძღოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი „რუსთავი 2”-ის მიერ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევათა მთელი სერია. ეს ჩანაწერები ეხებოდა ქვეყანაში ბიზნესის სავარაუდო დატერორების, გავლენიანი არაფორმალური დაჯგუფებების, ელიტური კორუფციის და გამოუძიებელი საქმეების გარშემო სხვადასხვა უკანონო ქმედებებს. როგორც ჩანს, სწორედ ამ ჩანაწერების გადაფარვის მიზნით საქართველოს პროკურატურამ წინასაარჩევნოდ საზოგადოების ყურადღების გადატანა ძველი საქმეების გახსნილად გამოცხადებით სცადა. შესაძლოა, ამავე მიზანს ისახავდა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება იმის შესახებ, რომ მან დეტალურად იცის, ვინ გეგმავდა და გეგმავს ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და პროვოკაციას. გახარიას ამის თაობაზე რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც ის არის საზოგადოებისთვის ცნობილი, გამოძიება არის თუ არა დაწყებული.
  • ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები ტენდენცია ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე განხორციელებული ღია თავდასხმები იყო, რომელთა ძირითადი მიზეზი ამ ორგანიზაციების საარჩევნოდ დისკრედიტირება შეიძლება ყოფილიყო. მათ შორის, აღსანიშნავია, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარისა და ამავე დროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის არაკონსტრუქციული ქმედებები და განცხადებები დამკვირვებელი ორგანიზაციების მისამართით, რის შედეგადაც სამმა ორგანიზაციამ უწყებათაშორისი კომისია დატოვა. ასევე, ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებები, რომელმაც წამყვანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ფაქტობრივად, ფაშისტებთან გაათანაბრა.
  • წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, პრობლემური იყო საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება. კერძოდ, კომისიამ საზოგადოებრივი კვლევის გაშუქების კუთხით მაუწყებლებს, ჩვენი აზრით, კანონთან შეუსაბამო მოთხოვნები წაუყენა. გარდა ამისა, გაუგებარი იყო კომისიის პოზიციები ზოგიერთ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით, რამაც შთაბეჭდილება დატოვა, რომ კომისიის გადაწყვეტილები შეგნებულად იყო მიკერძოებული.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ რამდენიმე სახის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მობილიზება და მათთვის მხარდამჭერთა სიების შეგროვების იძულება. ასევე, დაფიქსირდა უკანონო აგიტაციისა და საკომუნიკაციო საშუალებების საარჩევნო მიზნებით გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. ამ არჩევნებზეც საარჩევნო კომისიები სოციალური ქსელების პირადი გვერდებით აშკარა აგიტაციის შემთხვევებს კვლავ არ აღიარებდნენ საარჩევნო აგიტაციად, რაც პრობლემად რჩება.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • 2017 წლის შემდეგ საარჩევნო კომისიები ახლი წესით დაკომპლექტდა. ეს წესი ცალსახად მმართველ პარტიაზე არის მორგებული და საარჩევნო კომისიებში მის დომინირებულ მდგომარეობას უზრუნველყოფს. ვინაიდან ამ წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია პირველი, სწორედ ახლა უნდა გამოჩნდეს მისი მუშაობის შედეგები. 

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივ ბიუჯეტის ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსის“ რეგულაციები. რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემური ტენდენცია არ ყოფილა.
რეკომენდაციები
  • სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა თავი უნდა შეიკავონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმებისა და დისკრედიტირების მცდელობისგან;
  • საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისო კომისიის რეფორმირების საკითხზე დისკუსიის დაწყება. იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობითა და არსებული მანდატით კომისია არაეფექტიანად მუშაობს;
  • საჭიროა საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი თანამდებობების შევსების პროცესის მეტი რეგლამენტაცია და მკაფიო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება. უნდა შემუშავდეს კანდიდატთა შერჩევის ისეთი პროცედურები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს იმის შანსებს, რომ პოლიტიკური პარტიების აქტივისტები დაინიშნონ ამ თანამდებობებზე;
  • საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავი უნდა შეიკავონ მათზე დაქვემდებარებული საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონო ჩაბმისგან და პატივი სცენ მათ შრომით უფლებებს. ასევე, თანამშრომელთა აგიტაციაში ჩაბმით არ შეაფერხონ მუნიციპალური ორგანოების ფუნქციონირება;
  • საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებები კანონის ჩარჩოებში უნდა მოაქციოს და თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებიც მის მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს;
  • საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად დისტანცირებული უნდა იყოს პოლიტიკური პროცესებიდან და იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული საარჩევნო მიზნით რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციისთვის;
  • საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი საჭიროებს საფუძვლიან რეფორმირებას. ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართული ძირითადი პოლიტიკური პარტიები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

 

ანგარიში სრულად 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...