1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ივანიშვილებმა ქორწილში მთელი ანსამბლი მიგვიწვიეს, მაგრამ თამადა მე არ ვიქნები” – სად და როდის გაიმართება ბერას ქორწილი?

 ბიძინა ივანიშვილს და ანსამბლ “ერსიონის” ხელმძღვანელ ჯემალ ჭკუასელს უკვე ათწლეულებია დიდი მეგობრობა აკავშირებთ… ისიც ფაქტია, რომ ყოფილი პრემიერი “ერისიონის” კონცერტებს თითქმის ყოველთვის ესწრება. ბატონმა ჯემალმა ამ ცოტა ხნის წინ ჩვენთან საუბრისას განაცხადა,რაოდენ მოსწონს ბატონ ბიძინას მათი შემოქმედება.

 “ძალიან მოსწონს ჩვენი ანსამბლი! გენიოსი კაცია, სასწაული პიროვნება! თავისი ქვეყნისთვის გადადებული და მოყვარული! მახსოვს, მითხრა: პარიზში თქვენი 24 კონცერტიდან 22-ს დავესწარიო… ძალიან უყვარს და კარგად ერკვევა ქართულ ფოლკლორში. ჩვენი ერთ-ერთი ურთულესი დადგმა

ისე გაარჩია, ვუთხარი, – ბატონო ბიძინა, ასე მგონია, თქვენი დადგმულია, იმდენად კარგად გაიგეთ-მეთქი… სუფრასთანაც ძალიან სასიამოვნოა მასთან ერთად ყოფნა, ძალიან კომუნიკაბელურია. თითით საჩვენებელი, უმშვენიერესი ოჯახი აქვს. გვიმრავლოს ღმერთმა საქართველოში ასეთი ხალხი! ბიძინა ივანიშვილი ვაჟის – ბერას გაბედნიერებით ძალიან ძალიან გახარებულია, აქებდა გადასარევი ოჯახიშვილიაო…”

 შეგახსენებთ, ბერას რჩეული მომხიბვლელი მოდელი ნანუკა გუდავაძეა, წყვილის სიყვარულის ისტორია რამდენიმე თვეს ითვლის. როგორც გაირკვა, ნანუკა ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია.

ამჯერად ბატონმა ჯემალმა გაგვანდო, რომ ბერა ივანიშვილის ქორწილში ანსამბლი “ერისიონი” სრული შემადგენლობით არის მიწვეული… მისივე თქმით, ქორწილი 11 ნოემბერს, საქართველოში, კოჯორში, კერძოდ, “ბიოლიში”, ვიწრო წრეში გაიმართება. თუ რომელი ხელოვანებია კიდევ მიწვეული, ამის შესახებ ჯემალ ჭკუასელი ინფორმაციას არ ფლობს, მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ “სუხიშვილები” არ დაუპატიჟიათ… ამის შესახებ ნინო სუხიშვილსაც ვკითხეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ქორწილის თაობაზე არაფერი იცის.

თუ რატომ აირჩიეს ეს ადგილი ქორწილისთვის ივანიშვილებმა, ჯემალ ჭკუასელმა განგვიმარტა, რომ სუფთა ჰაერზე სურდათ ქორწილის გადახდა… ცნობილია, რომ ჯემალ ჭკუასელი უბადლო თამადაა და ხშირად უთამადია იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილიც ყოფილა სუფრაზე, მაგრამ ამჯერად იგი თამადა არ იქნება და ჯერჯერობით არ იცის ვინ უხელმძღვანელებს ბერა ივანიშვილის ქორწილის სუფრას. “ქორწილში მთელი ანსამბლი მიგვიწვიეს, მაგრამ თამადა მე არ ვიქნები”, – გვითხრა მან.
კვირის პალიტრა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...