1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად… რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების” – ნიკა გვარამია

სუს-ი გამოსაქვეყნებლად მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად “რუსთავი 2”- ის გენერალური დირექტორი ავრცელებს.

„მე 14-შივე დავწერე სტატუსი, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში სწორედ იმიტომ, რომ ჩაწერილიყო  ეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ყალბი, ვითომ ფარული ჩანაწერი. ამაში უცნაური არაფერი არ არის. ჩვენ გვყავს წყაროები ყველგან და ეს წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას მყისიერად. შესაბამისად, ახლა ვიცით მაგალითად ინფორმაცია, რომ სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად. რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების, იქ დამატებული ხმების და ა.შ. ამაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. ეს საერთოდ არ მაინტერესებს. დიახ, მე ველაპარაკები მიხეილ სააკაშვილს.

“დიახ, მე ველაპარაკები გიგი უგულავას. დიახ, მე ველაპარაკები შალვა ნათელაშვილს. დიახ, მე ველაპარაკებოდი  ბურჭულაძეს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ირაკლი ალასანიას და ა.შ. მე ველაპარაკები ყველას ვისთანაც მიმაჩნია რომ ეს საჭიროა. ველაპარაკები ღია ხაზზე. არაფერი დასამალი არ მაქვს. არავითარ დანაშაულს არ ვგეგმავ, მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. მაქვს ჩემი ხედვა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით,

„დიახ, ზაზა სარალიძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი საუბრების გინდა მიშასთან გინდა სხვასთან. და მათშორის ის საკითხები როგორ დავხმარებოდით მას აქციებში. როგორ დავხმარებოდით მას გაშუქებაში. ეს მიმართულია იმისკენ რომ  ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს. იმიტომ, რომ ჩვენს გარდა დამხმარე არ ჰყავს არავინ ამ ქვეყანაში. არავის არ აქვს სურვილი ,რომ  მას დაეხმაროს. პირიქით, ის უწყებები, რომლებმაც სიმართლე უნდა დაადგინონ და სამართლიანობა აღადგინონ მის საკითხზე ბოლომდე ჩართულები არიან მისი შვილის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვით და ხელის დაფარებით მკვლელებზე და მათ ნათესავებზე. ასე რომ რაც უნდათ ის გამოდონ, რაც უნდათ ის მოიგონონ და დადგან. ამ ხელისუფლებას  უკვე ნიღაბიც ახეული აქვთ, სახეც ახეული აქვთ და აღარაფერი აღარ ეშველებათ. სიმართლესაც კი არ დაიჯერებენ მათსას,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...