1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით

მევლუდ მელაძე: „ახალი ავტომობილების წახალისება არ ხდება. პირიქით, ახალი ავტომობილების განბაჟება გაცილებით ძვირია, ვიდრე - ძველის“

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესს აფასებს. მევლუდ მელაძის თქმით, ტექდათვალიერების შემოღება პირველ ეტაპზე რთულია, რადგან სანქციები საკმაოდ რბილია. მისივე მტკიცებით, პრობლემაა იმ ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც, რომლებსაც შეუძლიათ ავტომობილების ტექდათვალიერება მოახდინონ. მელაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო ე.წ. „რჩეულ“ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით „რეფორმას ამახინჯებს“.

მოაგვარა თუ არა ტექდათვალიერებამ მთავარი პრობლემა - გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება - მევლუდ მელაძე ფიქრობს, რომ პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს.

„გამონაბოლქვის მაჩვენებელი ჯერ ძალიან მაღალი გვაქვს. ეს პრობლემა დაგვრჩება სავარაუდოდ 1-2 წლის განმავლობაში მაინც. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველთვის გადიოდა ტექდათვალიერებას, ოღონდ შერბილებული ფორმით, გამონაბოლქვთან დაკავშირებით. მუნიციპალურ ტრანსპორტს, როგორც მერია გვპირდება, დაახლოვებით 2 წლის განმავლობაში ჩაანაცვლებს. მსუბუქი ავტომობილების შემოწმების სტანდარტი, რომელსაც ისინი გადიან გამონაბოლქვთან დაკავშირებით, არ გამოაკეთებს სურათს. ანუ გამონაბოლქვის დონე მაინც ძალიან მაღალი იქნება. არსებითი ცვლილებების მისაღებად სტანდარტის დაწევა მოგვიწევს. ავტომობილები თანდათან უნდა გადაკეთდეს, კატალიზატორების გათვალისწინებით. რჩება მოძველებული ავტოპარკის პრობლემაც. ამ კუთხით მერიას მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ახალი ავტომობილების წახალისება არ ხდება. პირიქით - ახალი ავტომობილების განბაჟება გაცილებით ძვირია, ვიდრე - ძველის,“ - აცხადებს მევლუდ მელაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...