1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქართული საგალობლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

საქართველო ფრანკფურტში ქართული გალობის ორი უნიკალური კრებულით წარდგება

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ფონდ "ქართულ გალობასთან" ერთად,  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის სპეციალურად ქართული ტრადიციული საგალობლების ორი კრებული მოამზადა: "ქართული საგალობლების კრებული" და "შენ ხარ ვენახი". ამ უნიკალური გამოცემებით ქართული პროფესიული მუსიკა სათანადოდ წარმოჩნდება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებაზე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

"ქართული საგალობლების კრებულში" წარმოდგენილია ქართული ქრისტიანული კულტურის წიაღში განვითარებული შუა საუკუნეების პროფესიული მუსიკის ნიმუშები – პოლიფონიური საგალობლები. მას პროფესიონალი მელოდოსი-ჰიმნოგრაფები თხზავდნენ და ძველი მუსიკალური დამწერლობით – ერთიანი ქართული ნევმური სისტემით -  იწერდნენ. XIX საუკუნის ბოლოს საგალობლები ნოტებზე გადაიღეს. მხატვრული ღირებულებით, პოლიფონიური და ჰარმონიული აზროვნებით გამორჩეული ქართული საგალობლები დღეს ქართველი და უცხოელი მეცნიერების დიდ ინტერესს იწვევს. იგი სრულდება არა მარტო ღვთისმსახურებაში, არამედ სცენაზე - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.

"შენ ხარ ვენახი" ეძღვნება ერთ საგალობელს, ქართული გალობის სიმბოლოდ ქცეულ ღვთისმშობლის ჰიმნს, რომლის ავტორია მეფე დემეტრე პირველი - ბაგრატიონი. ეს რენესანსული სულით გამსჭვალული ქმნილება მსოფლიოს გააცნობს ქართული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთ უძვირფასეს მარგალიტს.

 „საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა ეძლევა სრულად წარადგინოს თავისი კულტურული რესურსი. გამოცემების ორგანიზატორმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, იზრუნა იმაზე, რომ სხვებთან ერთად ჩვენი წიგნებიც გასულიყო ქვეყნის გარეთ და დაბეჭდილიყო ისეთ საერთაშორისო მნიშვნელობის გამომცემლობაში, რომელიც თავად უზრუნველყოფს მათ გავრცელებას და ხელმისაწვდომობას მთელ მსოფლიოში. „ქართული საგალობლების კრებული" საქართველოს ყოველი კუთხის საგალობლის ნიმუშსა და სანოტო ჩანაწერს მოიცავს. გამოცემაში „შენ ხარ ვენახი“ წარმოდგენილია ამ საგალობლის 21 ვარიანტის სანოტო ჩანაწერი, რომელთაგან 14-ის აუდიოჩანაწერი შესულია თანდართულ აუდიოალბომში (მათ შორის  „რუსთავის“, „ბასიანის“ და სხვა)“ - წლევანდელი ფესტივალის მნიშვნელობასა და გამოცემების უნიკალურობაზე საუბრობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას (Frankfurter Buchmesse) 500-წლიანი ისტორია აქვს. იგი ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება, 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...