1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს ფოსტამ PostEurop-ის პლენარულ სხდომას და ბიზნეს ინოვაციების ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ფოსტა PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარულ სხდომას მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გახსნეს.

PostEurop-ის 34-ე პლენარული სხდომის ფარგლებში, საქართველოს ესტუმრნენ მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს გენერალური დირექტორი ბიშარ ჰუსეინი, მსოფლიო საფოსტო კავშირის გენერალური დირექტორის მოადგილე პასკალ კლივა, აფრიკის საფოსტო ადმინისტრაციების გაერთიანების თავმჯდომარე იუნუს ჯიბრინე და 49 ევროპული ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილული იყო საფოსტო რეფორმები, საფოსტო სფეროს განვითარების გეგმები და წევრთა შორის პარტნიორული კავშირების გამყარების შესაძლებლობები.

საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით ასევე გაიმართება „ბიზნეს ინოვაციების ფორუმი“. „ბიზნეს ინოვაციების ფორუმს“ დაესწრება საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი. სპიკერები წარმოადგენენ საფოსტო ბიზნესთან და ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ ინოვაციურ პროექტებს და ხედვებს.

„დღეს თბილისში გაიმართა PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარულ სხდომა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა საქართველოსთვის. დღესდღეობით საფოსტო ოპერატორები და ეკონომიკის ეს სექტორი დიდ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ ვიცით რომ E-commerce, ანუ ელექტრონული ვაჭრობა ძალიან პოპულარულია და ბევრი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. საფოსტო ოპერატორების გარეშე ელექტრონული ვაჭრობა წარმოუდგენელია. დიდი მოლოდინია საფოსტო ოპერატორებისგან, თუ რა ინოვაციებს წარმოადგნენ, როგორ გააუმჯობესებენ მომსახურების სტანდარტებს რომ მეტად მოქნილი და სწრაფი მომსახურება შესთავაზონ მომხმარებლებს. მე დეტალურად შევისწავლე საქართველოს ფოსტის მუშაობის პროცესი და სტანდარტები. ძალიან შთამბეჭდავია ის შედეგები, რომლებსაც საქართველოს ფოსტამ მიაღწია მოკლე პერიოდში. ეს პროგრესი  მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაინახა და სწორედ ამიტომ შეიკრიბნენ დღეს საქართველოში“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

„საქართველოს ფოსტას ერგო პატივი უმასპინძლოს PostEurop-ის 2018 წლის პლენარულ სხდომას და ბიზნეს ინოვაციების ფორუმს. ეს ღონისძიებები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ განვიხილეთ საფოსტო ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და ცვლილებები რომელსაც საჭიროებენ საფოსტო ოპერატორები, რომ უპასუხონ ახალ გამოწვევებს როგორიც მაგალითად არის ელექტრონული კომერცია, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა საფოსტო ბიზნესისთვის საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა და შევქმენით ახალი სერვისი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მეწარმეებს ხელმისაწვდომი გახადონ თავიანთი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე ელექტრონული კომერციის გზით. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ მიმდინარე წელს „ბიზნეს ინოვაციების ფორუმმა“ ყველაზე საინტერესო საფოსტო სტარტაპებს მოუყარა თავი, მათ შორის წარმოდგენილი იქნებიან წარმატებული კომპანიები რომლებიც მოღვაწეობენ ელექტრონული კომერციის, ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ბიზნეს ინოვაციების ფორუმი არის შესაძლებლობა ქართველი მეწარმეების და ბიზნესმენებისთვის ახალი კონტაქტების დასამყარებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და მათი ლოჯისტიკური სქემების გასაფართოებლად“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

"დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ელექტრონული კომერცია. ფოსტები მუშაობენ, რომ გააუმჯობესონ მომსახურების სერვისები. პირველ რიგში,  ფოსტამ მიწოდების სისწრაფე უნდა გააუმჯობესოს და ფეხი აუწყოს მომხმარებელთა მოთხოვნებს, რაც შესაძლებელია იმ საფოსტო გაერთიანებით და კავშირების მეშვეობით, რაც PostEurop-ს გააჩნია. მნიშვნელოვანია დიჯიტალიზაცია,რადგან ტექნოლოგიური განვითარება ხელს შეუწყობს გზავნილის შემცირებულ ვადაში მიწოდებას. საქმე ეხება ჰიბრუდულ წერილებს, თქვენ ელექტრონულად არეგისტრირებთ წერილს, ფოსტაში ის იბეჭდება და კონვერტში იდება, მისამართი იწერება და უკვე დაბეჭდილი მიდის ადრესატამდე,"- აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ ჟან-პაულ ფორსვილმა.

PostEurop წარმოადგენს ევროპის საზოგადოებრივ საფოსტო კავშირს, რომელიც 1993 წელს ბრიუსელში დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს საფოსტო ბიზნესის განვითარებას და წევრთა შორის პარტნიორული კავშირების გამყარებას, ასევე საერთაშორისო საფოსტო პროდუქტების მდგრად განვითარებას და უწყვეტ ინოვაციას. საქართველოს ფოსტა 2012 წლიდან წარმოდგენილია PostEurop-ის სრულუფლებიან წევრად. 

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...