1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - თაკო სალაყაიას განცხადება

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი იმდენად ცუდად არის, რომ დღეს ის საავადმყოფოდან საპატიმროში აღარ დააბრუნეს და გამოკვლევებისთვის კლინიკაში დატოვეს.

აღნიშნულთან დაკაშირებით მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია განცხადებას აქვეყნებს.

" თამარ მერაბიშვილის განცხადება:

როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ჩემი მეუღლე უკვე ხუთჯერ გადაიყვანეს საავადმყოფოში გამოკვლევებზე. დღემდე ოჯახის წევრებს არ გვაცნობენ საბოლოო დიაგნოზს. დღეს ვაპირებდი საავადმყოფოში მეუღლის მონახულებას, მაგრამ არ შემიშვეს და მომთხოვეს ქორწინების მოწმობა. უკანასკნელი 6 წელია დავდივარ მატროსოვზე ვანოსთან შესახვედრად და არასდროს დამდგარა საჭიროება, წარმომედგინა დოკუმენტი რომ ვარ ვანო მერაბიშვილის მეუღლე. მოვითხოვ, მომეცეს საშუალება მოვინახულო ჩემი მეუღლე.გარდა ამისა, ჩემთვის დღემდე უცნობია თუ რა კვლევები უტარდება მას, მხოლოდ ვისმენთ საჯარო განცხადებებს და დღემდე არ გვაქვს მისი კვლევის შედეგები. მეტიც, სახელმწიფო არცერთ ეტაპზე, საქმის კურსში არ ამყოფებს არც მისი ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს კვლევებსა და მათ შედეგებზე,”- ნათქვამია მერაბიშვვილის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები