1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ისრაელში შეკრებაზე ჩასული 6 ქართველი მოფარიკავე არალეგალად დარჩა

ისრაელში, შეკრებაზე წასული 6 მოფარიკავე არალეგალად დარჩა, რომელთან კონტაქტიც ამ დრომდე ვერ მყარდება. ინფორმაციას “აიპრსი” ავრცელებს.
ამის გამო, ისრაელის ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციის ტრიბუნალს მიმართა და საქართველომ სანქციები მიიღო.
დისკვალიფიკაცია ფედერაციის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ზაზა მჭედლიძემ და ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, დავით სახვაძემ მიიღეს. რიგგარეშე ყრილობა 8 სექტემბერს ისე ჩატარდა, რომ მედიას ამაზე ინფორმაცია არ ჰქონია, ხოლო მჭედლიძეს გადადგომისას ისრაელში მომხდარზე არ უსაუბრია.
მომხდარი „აიპრესს“ ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ბაზაძემ დაუდასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ სპორტსმენების დისკვალიფიკაციის პუნქტი გაუქმდა და ისინი ჩვეულებრივ შეძლებენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას, პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანზე კი საერთაშორისო ფედერაციიდან კატეგორიული მოთხოვნა იყო და ისინი ფარიკაობას ჩამოაშორეს. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ, ჯარიმის სახით, 5000 ფრანკიც გადაიხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები