1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ავტომობილებს თეთრად უფასოდ შეღებავენ

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ავტომობილების შეღებვასთან დაკავშირებით, ლიცენზიის მქონე მძღოლებს გადავცეთ ვაუჩერი, რომ მათ მოახდინონ ავტომობილების თეთრად გადაღებვა. მათ ეს არ დაუჯდებათ არც ერთი თეთრი. ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ტაქსის მძღოლების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ამ ვაუჩერებში თანხა მერიის ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება. ტაქსის მძღოლებს აღნიშნულ ვაუჩერებს მერიის მეირ გამოცხადებულ კონკურსში გამაჯრვებული კომპანია გადასცემს, რომელსაც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭება.

დედაქალაქიც მერის თქმით, პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს 12 000-მდე ნებართვა აქვს გაცემული.

დედაქალაქში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან კი, ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები