საზოგადოება
თეა წულუკიანის ქმარმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო
2018-10-01 18:22:44
ქართველმა სპორტსმენებმა გოჯუ-რიუ კარატეს ევროპის ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვეს, მათგან 3 – ოქროს, 3 – ვერცხლის, ხოლო 3 – ბრინჯაოს.
„ღონისძიებაში 21 ქვეყნის 900 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები იყო დაკომპლექტებული 9 სპორტსმენით, რომლებმაც მაქსიმალურად მაღალი შედეგები მოიპოვეს“,– ამბობს გოჯუ–რიუს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან როგავა.
ოქროს მედალოსნები: თორნიკე ქიმაძე, ნატალი ბიძინაშვილი, ვლადიმერ წერეთელი.
ვერცხლის მედალოსნები: დავით ლაფაჩიშვილი, ლადო კიკალიშვილი, მონიკა რობერტსი.
ბრინჯაოს მედალოსნები; ნუგზარ კაკულია, ლუკა ფეიქრიშვილი, ონისე ბელთაძე.
ცნობისთვის: გოჯუ-რიუ კარატეში ევროპის მე-19 ჩემპიონატი პორტუგალის ქალაქ პორტოში ჩატარდა.
კომენტარები