1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სკოლაში ბათქაში ჩამოვარდა და პედაგოგს დაეცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის ოთახში ბათქაში ჩამოვარდა და პედაგოგს დაეცა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს პირველი ფაქტი არ არის და სკოლაში სასწრაფოდ სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი.

დაბა ნასაკირალის სკოლაში, ამ ეტაპზე, 395 მოსწავლე სწავლობს. სკოლის შენობა, სადაც ახლა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, 1970 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

სკოლის დირექტორის ზაზა ცეცხლაძის თქმით, კაპიტალური რემონტი დღემდე არ ჩატარებულა.

წყარო “გურიანიუსი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები