1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რას ჩაშლის ეკონომიკის სამინისტრო, რეფორმას, თუ მის მიერ ჩატარებული შერჩევის შედეგს?

ჩამოტვირთვა

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციამ პრესკონფერენცია გამართა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკის სამინისტროს ნეგატიური როლი აღნიშნული სფეროს რეფორმის მიმდინარეობაში, რის შესახებაც გარკვეული მტკიცებულებები წარმოადგინეს.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტრო არჩევანის წინაშეა. მან ან რეფორმა უნდა ჩაგდოს, ან უარი თქვას მის მიერ ჩატარებული შერჩევის შედეგზე, რომლის მიხედვით გამოვლინდა კომპანია, რომელმაც ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში 51 ახალი ხაზი უნდა გამართოს. ასოციაცია მიიჩნევს, რომ შერჩევა მთელი რიგი დარღვევებით ჩატარდა და არა სახელმწიფო, არამედ, კერძო ინტერესს ემსახურებოდა. 

 „ეკონომიკის სამინისტრომ საფრთხის წინაშე დააყენა რეფორმა, როდესაც ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში შემოიყვანა „საქართველოს ბანკის“ და „ალდაგის“ შვილობილი „პრემიუმ რეზიდენსი“, მოგვიანებით „გრინვეი საქართველოდ“ წოდებული კომპანია, რომელსაც აღნიშნულ სფეროში არამხოლოდ თეორიული და ტექნიკური ცოდნა არ გააჩნია, არ აქვს შესაბამისი სერვის ცენტრები, არ ჰყავს მომსახურე პერსონალი, მათი შერჩევაც ახლახან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ „გრინვეი საქართველო„ თავს ასაღებს უცხოური კომპანია „"Applus+“-ის პარტნიორად, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სფეროში არანაირი საერთაშორისო გამოცდილება არ გააჩნია, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შერჩევის წესი სწორედ ამ გამოცდილებას მოითხოვდა, რის გამოც ჩვენი ასოციაციის ვერცერთმა წევრმა შერჩევაში მონაწილეობა ვერ მიიღო.“ -აცხადებს ასოციაცია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები