1 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოქალაქეების უპრეცენდენტო რაოდენობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს

ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცმის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხამრებელმა მიმართა. 

ხსენებული ორი კონკრეტული სერვისი  გახლავთ ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებლ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია. 

აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს.
"2018 წლის 28 სექტემბრის 13:00 საათის მდგომარეობით თბილისის ფილიალი მოემსახურა საშუალოდ 4411 მომხმარებელს, ხოლო მოლოდინში იმყოფება 2289 მომხმარებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სერვისი მინიმუმ თვეზე მეტია მშვიდ ვითარებაში გაიცემა, ვინაიდან 1 ოქტომბრამდე სრულდება მათი გაცემის ვადები, მომხმარებლის დიდმა უმრავლესობამ იუსტიციის სახლს სწორედ სერვისის გაცემის ბოლო დღეს მიმართა.

იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ მომხმარებლის ნაკადი მართოს, თუმცა რეკორდული ოდენობის გამო, ცხადია მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია. ჩვენ ვთხოვთ მომხამრებელს სიმშვიდესა და თანამშრომლობას, რადგან როგორც იუსტიციის სახლის პერსონალი, ასევე მომხმარებელი არაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით. ჩვენ ყველა ძალას ვხმარობთ იმისათვის, რომ არცერთ მომხმარებელს პრობლემა არ შეექმნას,"-ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები