1 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ბიძინამ თუ მოინდომა მეუფე იაკობს კი არა, სინოდის მთელ შემადგენლობას „გადააგდებს“

მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის განხილვას ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაახლებს - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი:

„ყველაფერი ძალიან მარტივადაა. მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი უკან არ გაუხმიათ; მისი განხილვა გადადეს, ანუ დროებით შეაჩერეს და მალე განაახლებენ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ განაახლებენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და აუცილებლად განაახლებენ თუ არჩევნებს მოიგებენ.

ნათლად გამოჩნდა, რომ მარიხუანას კულტივაციის ინიციატორი პირადად ბიძინა ივანიშვილია და ამ საკითხს დღევანდელი ხელისუფლება (მათივე კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ) უყურებს, როგორც დამატებითი ფულის შოვნის საშუალებას. ასევე ნათლად გამოჩნდა რომ მარიხუანას კულტივაციაზე საუბრისას სიტყვას "სამედიცინო მიზნებისთვის" იშვიათად და დროდადრო იყენებენ იმის მიხედვით თუ რამდენად არის საზოგადოებაში პროტესტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში მარიხუანის, როგორც ნარკოტიკის გაყიდვას ფიქრობენ.

მეუფე იაკობის გულში ნახევრად მჯიღით საუბარი, რომ შემპირდნენ განხილვას აღარ განაახლებენ და მე ვერ გადამაგდებენო, ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია. ბიძინამ თუ მოინდომა მაგას კი არა სინოდის მთელ შემადგენლობას „გადააგდებს“. თან აუცილებლად „გადააგდებს“, რადგან პირველად მოუხდა უკან დახევა ეკლესიასთან. თანაც გადაგდება მისი ერთადერთი საქმეა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის ( პირადი გამოცდილებით ვამბობ).

2015 წელს, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "რაპტორის" აქციებით ვაჭრობისას ივანიშვილმა 800 000 მილიონი ნაღდი ფული დაკარგა, ანუ მისი ქონების 20% და შესაძლოა, მისი ფულადი რესურსების 50%-ც. ამაზე ბევრი ეხვეწა ჯერ ამერიკელებს უკან დამიბრუნეთო, შემდეგ ჟენევის სასამართლოში ედავა მის ბანკირს, მაგრამ უკან ვერაფერი ამოიღო. მის მორღვეულ ჯიბეს კი, ფაქტია, ვერც სიგარეტის თითო კოლოფიდან ამოღებული 2,5 თეთრი შეავსებს და ვერც ჩვენი ჯიბიდან ლარის გაუფასურებით ამოღებული ფული. ასე რომ, მის ჯიბეს შევსება სჭირდება. რით? - მარიხუანით.“წამლის ბარიგებს" ხალხი იმიტომ ვერ იტანს, რომ ისინი წამლის კი არა "სიკვდილის გამყიდველები" არიან. ანუ ჩვენი ქვეყანა მალე "სიკვდილის ექსპორტს" დაიწყებს იმისთვის, რომ ივანიშვილის მორღვეული ჯიბე შეივსოს. ყველაფერი ასე მარტივადაა“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...