1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარი პრელუდიაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნები სავსებით ლოგიკურად განიხილება როგორც ერთგვარი პრელუდია ან ძალების მოსინჯვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. -ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

 მისი თქმით,  ხელისუფლების მიზანია  პრეზიდენტი იყოს ისეთი ფიგურა,  რომელიც არ შექმნის დამატებით პოლიტიკურ პრობლემებს.  იმოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით და დაკავებული იქნება მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებით. ხოლო ოპოზიციას, ვისაც გარკვეული შანსები აქვს, სურს პრეზიდენტის თანამდებობის დაუფლების შემდეგ დაიწყოს მისი მიზნების რეალიზება. პოლიტიკურ ველზე შეავიწროვოს მმართველი პარტია და შეეცადოს საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება საპარლამენტო არჩევნებზეც განავრცოს.

ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო ფონი დაძაბულია, საარჩევნო კამპანიის პროცესში მეტოქე სუბიექტების მიერ ერთმანეთზე მიტანილი საინფორმაციო თუ ფსიქოლოგიური შეტევებია, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია სახელისუფლებო კანდიდატის,  სალომე ზურაბიშვლის მიმართ,  საერთაშორისო დამკვირვებლები წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებენ.

 „აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრუბელებელმა ახლახანს საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს სისტემის განვითარების კუთხით,  მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. დადებითად ფასდება ცესკოს მუშაობაც,  მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე რაც საჯარო სივრცეშია და ცესკოც აქტიურად ავრცელებს, ვფიქრობ, მზადყოფნა არის. რაც მთავარია, დანერგილია რიგი ახალი სერვისები ამომრჩევლისთვის. ნიშანდობლივია ისიც, რომ მცირდება ცესკოზე შეტანილი საჩივრების რაოდენობაც. „- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...