1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სამოქალაქო კვირეულმა „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ 10 რეგიონი მოიცვა

სამოქალაქო კვირეული „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო გარემო“, რომელმაც სტარტი  თბილისში, 17 სექტემბერს აიღო  დასრულდა. კამპანიის ორგანიზატორები იყვნენ  არასამთავრობო ორგანიზაციასიდა”, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტი.

საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სამოქალაქო კვირეული, დედაქალაქის გარდა, 10 რეგიონს მოიცავდა,  მათ შორის,  კახეთი, რაჭა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა.  აღნიშნულ რეგიონებში კამპანიის ორგანიზატორებმა მძღოლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.  

საქართველოში ასეთი მასშტაბური კამპანია პირველად ჩატარდა. კამპანიის მიზანი იყო, გავაცნობიეროთ, რა მხრივ შეიძლება, თითოეულმა მოქალაქემ გარკვეული ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ სწორედ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენების თვალსაზრისით, პრევენცია მოახდინონ. ეს კამპანია ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ მხრივაც, რომ პირველად მოხდა ასე მასშტაბურად საზოგადოების ინფორმირება, მითუმეტეს, როცა არასამთავრობო და კერძო სექტორი აერთიანებს ძალისხმევას კონკრეტული სოციალური საკითხის გარშემო.საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გვქონდა რეგიონებში. კერძოდ, 10 რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა მძღოლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. საერთო ჯამში 1000-მდე ადამიანმა მიიღო ინფორმაცია საქართველოში ჰაერის დაბინძურების, საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერების მნიშვნელობის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ გამოწვევას და ერთად შევეცდებით აღნიშნული პრობლემის დაძლევას,” - განაცხადა "სიდას" აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა.

სამოქალაქო კვირეული დასრულდა  21 სექტემბერს, ბათუმსა და ლანჩხუთში.  22 სექტემბერს კი,  თბილისში კამპანია შეურთდა ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავდა  გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.  კვირეულის ორგანიზატორები საზოგადოებასა და  ბიზნეს კომპანიებს  კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებდნენ, რაც ამ დღეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გამოიხატა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...