მსოფლიო
ძლიერი ხანძარი ვარკეთილის "სამხედრო დასახლებაში" - ცეცხლი ბინას გაუჩნდა
2018-09-24 16:07:17
ჩამოტვირთვა
ვარკეთილში მდებარე "სამხედრო დასახლებაში", ერთ-ერთი კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე 2 ოთახი იწვოდა.
"წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 20 კვ.მ ფართობი.
უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ხანძარი ლოკალიზებულია."- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ადგილზე მუშაობს 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები