1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოჰყვა

 ზუგდიდში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ხუბულავას ქუჩაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა და მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაც.

„ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, სასწრაფო დახმარების მანქანა კი შემდეგ „მერსედესის" მარკის ავტომობილს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაზიანდა. მათ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდებათ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები