1 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძკამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ რეგიონებშიც დაიწორაობა“ რეგიონებშიც დაიწო

სამოქალაქო კვირეულს რუსთავმა, ბოლნისმა და საგარეჯომ უმასპინძლა

კამპანიამ „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტი.

სამოქალაქო კვირეული, დედაქალაქის გარდა, 10 რეგიონს მოიცავს,  მათ შორის,  კახეთი, რაჭა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა. გუშინ, კვირეულს რუსთავმა, ბოლნისმა და საგარეჯომ უმასპინძლა და კამპანიის ორგანიზატორებმა მძღოლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. 

კამპანიის მიზანია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განათლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომლის ფარგლებშიც 17-21 სექტემბერს საქართველოს რეგიონებში მოეწყობა სამოქალაქო კვირეული. კერძოდ, დაგეგმილია თემატური შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. კვირეულის ფარგლებში გადამზადდებიან რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონებში ჩატარდება ტრენინგები მძღოლებისთვის და სამუშაო შეხვედრები მოსახლეობასთან.

 “საქართველოში ასეთი მასშტაბური კამპანია პირველად ტარდება. კამპანიის მიზანია, გავაცნობიეროთ, რა მხრივ შეიძლება, თითოეულმა მოქალაქემ გარკვეული ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ სწორედ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენების თვალსაზრისით, პრევენცია მოახდინონ. ეს კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ პირველად ხდება, როცა არასამთავრობო და კერძო სექტორი აერთიანებს ძალისხმევას კონკრეტული სოციალური საკითხის გარშემო. სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი ამ კამპანიაში არის ჩართული და აერთიანებს 70-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს ათ რეგიონში. სწორედ ეს ორგანიზაციები გადამზადდნენ საგზაო უსაფრთხოების თემებზე,” – განმარტავს კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორი, სიდას აღმასრულებელი დირექტორი,  სალომე ზურაბიშვილი.

სამოქალაქო კვირეული დასრულდება  21 სექტემბერს, ბათუმსა და ლანჩხუთში.  22 სექტემბერს კი,  თბილისში კამპანია შეურთდება ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს  გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.  კამპანია იქნება გადამდები, გამოწვევის ხასიათის და კვირეულის ორგანიზატორები საზოგადოებასა და  ბიზნეს კომპანიებს  კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ, რაც ამ დღეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გამოიხატება.

“ის, რომ დღეს ჰაერი დაბინძურებულია და დაბინძურების დიდი წილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ყველა ვთანხმდებით, თუმცა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ვითარება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური თემა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ცნობადობის ამაღლება და სწორედ ეს კამპანია ემსახურება ამას. მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ, ასევე ეკომართვის წესებზე, რაც ყველა ჩვენგან შეგვიძლია, გამოვიყენოთ; შეგვიძლია, მცირე მანძილებზე გადაადგილებისას დავტოვოთ პირადი ავტომობილი და გადავაადგილდეთ როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე სხვა ალტერნატიული საშუალებებით და ხშირად ვიაროთ ფეხით,” – აღნიშნა “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს - ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს.

სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...