1 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
რაც უფრო თავაზიანი იქნებით, მით მოიგებთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად, ქველმოქმედებისთვის, ოჯახური ტრადიციების აღსადგენად. 

კურო
სამსახურში თანამოაზრეებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ნათესავების დახმარებით შეძლებთ ახალი საქმეების დაწყებას. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. 

ტყუპი
შანსი მოგეცემათ დაწინაურდეთ, ახალ სამსახურში გადახვიდეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა საყიდლებისთვის. განსაკუთრებით, ანტიკვარიატის. 

კირჩხიბი
აკეთეთ ის, რაც სწორად მიგაჩნიათ და ნურავის ნურაფერს ნუ დაუმტკიცებთ. სწავლის, მოგზაურობის დღეა. წარმატება ელით პოლიტიკოსებს, იურისტებს, არტისტებს. 

ლომი
დღეს იძულებით და აგრესიით ვერავის ვერაფერს გააკეთებინებთ. ფსიქოლოგიურად მიუდექით ადამიანებს, დააინტერესეთ. საქმიანი მოლაპარაკებაც მეგობრულ გარემოში წარმართეთ. 

ქალწული
ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. მოერიდეთ პოლემიკას, გარშემო მყოფების კრიტიკას. საქმიანი პარტნიორი მეგობრული დახმარებით აგავსებთ, სასიყვარულო - მზრუნველობით.

სასწორი
დღეს თავაზიანი და ღიმილიანი უნდა იყოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. განსაკუთრებით, თუ მისგან რაიმე სარგებელს ელით. დააფასეთ ტრადიციები, უფროსები. 

მორიელი
აქტიურობის დღეა. შანსი მოგეცემათ განახორციელოთ ჩანაფიქრები. თუ აქტიურობის განწყობაზე არ ხართ, დრო დაუთმეთ შემოქმედებას, სიყვარულს, დასვენებას. ზოგიერთს ეზოტერიკული სამყარო გაიტაცებს. 

მშვილდოსანი
საკუთარ გრძნობებზე დაყრდნობით იმოქმედეთ. დღეს ყველა სიტუაციაში თავს ფუფუნების უფლება უნდა მისცეთ. მიირთვით ძვირად ღირებული საჭმელი, სასმელი, გაერთეთ. 

თხის რქა 
შერიგების, ოჯახური წვეულების, დღესასწაულის მოწყობის დღეა. დატვირთულია ემოციური და სულიერი ცხოვრებაც. შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში მესამე პირი დაგეხმაროთ. 

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება მეგობარმა ჩაგირიცხოთ თანხა ანგარიშზე. ზოგიერთი ძვირად ღირებულ ნივთს შეიძენას. გაუზიარეთ თქვენი სიხარული ნათესავებს. 

თევზები
ფორტუნა სიურპრიზებსა და საჩუქრებს გპირდებათ. თქვენს ნიჭს ღირსეულად დააფასებენ. დღეს ყველაზე თამამ იდეებსაც კი განახორციელებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...