1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ის არის პოლიციის სახე..." - მეუფე იაკობი გახარიას მიმართავს

ქართველი სამართალდამცავები, რასაც ებრძოდნენ ახლა თვითონ რომ მაგი გააკეთონ, თვითონ პოლიციაში რა ავტორიტეტი ექნებათ- აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მარიხუანას კულტვიაცია-ექსპორტზე საუბრისას. პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თავის ქადაგებაში ხელისუფლებას "გონიერებისკენ მოუწოდა" და შს მინისტრს მიმართა

„შს მინისტრს ვიცნობ და ჭკვიანი კაცია და მე მინდა, მივმართო მას, ის არის პოლიციის სახე დღესდღეობით. ქვეყანას სჭირდება ძლიერი პოლიცია და დღევანდლამდე, ძველი დროიდან მოყოლებული, ქართველი სამართალდამცავები, რასაც ებრძოდნენ ახლა თვითონ რომ მაგი გააკეთონ, თვითონ პოლიციაში რა ავტორიტეტი ექნებათ, აბა გადახედონ, უბრალოდ ამას გულის ტკივილით ვამბობ, დღეს ჩვენ უფრო მოგვისმენს ხალხი თუ ჩვენს მთავრობას, იმ ადამიანებს, რომლებიც კეთილდღეობაზე გველაპარაკებიან და გადახედონ და შეხედონ, რამდენი გაჰყვება მათ და რამდენს ექნება ჩვენი იმედი, რომ არ მივატოვებთ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა ამბიონიდან ქადაგებისას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები