1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება შეაფასა

ევროპის ფონდმა საზოგადოებას სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების შეფასება წარუდგინა. ანგარიშში შეფასებულია სანიტარული და ფიტოსანიტარული სფეროს რეგულირების კუთხით ხელისუფლების მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობა და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი. 

ანგარიშის ავტორთა შეფასებით, დასახული მიზნის მისაღწევად წინსვლა სახეზეა, თუმცა კვლავ არსებობს რამდენიმე სფერო, რომლებზეც მეტი ყურადღების გამახვილებაა საჭირო, მათ შორის: (1) სურსათის უვნებლობის რეგულირებისათვის საჭირო ნორმატიული აქტების დიდი ნაწილი მტკიცდება ისე, რომ არც საჯარო და არც კერძო სექტორზე მათი სავარაუდო ფინანსური ზეგავლენა არ არის დათვლილი (2) ნორმატიული აქტების ძალაში შესასვლელად დაწესებულია გრძელვადიანი გარდამავალი პერიოდები, (3) საკანონმდებლო დაახლოების პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალე და თანამონაწილეობითია (4) სახელმწიფო კონტროლის შედეგების სრული გამჭვირვალობა ხშირად ფერხდება, (5) სასმელი წყლის ნიმუშებში აღმოჩენილი შეუსაბამობის ზღვარი მაღალია და (6) მცენარეული პროდუქტის მიკვლევადობა პრაქტიკულად არ არსებობს. 

ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის ანგარიში წელს უკვე მეშვიდედ წარადგინა. პროექტი შვედეთის და დანიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.
„სურსათის უვნებლობის სისტემის შესაქმნელად წლების წინ დაწყებული ადვოკატირების შედეგად ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები, რის გამოც ვაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება წყლის ხარისხი, სურსათის უვნებლობის სისტემაში კოორდინაციისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება, საზოგადოების ინფორმირებულობა და სისტემის გამჭვირვალობა,“- განაცხადა ევროპის ფონდის პრეზიდენტმა, ქეთევან ვაშაკიძემ. 
 
„სურსათის უვნებლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან ის პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეფექტურად და ხარისხიანად შესრულდეს ევროკავშირის მოთოვნებთან დაახლოება და საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა უვნებელ საკვებსა და წყალზე, რაც ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით რეგიონებში,“- განაცხადა მოლი ლიენმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენელმა. 

ევროპის ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ზეგავლენა მოახდინონ ცვლილებებზე სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობისათვის, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. www.epfound.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...