1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოფელ რუხში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით მომხდარის მიზეზად, ოჯახური კონფლიქტი სახელდება. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცხედარი გვიან ღამით ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ერთი პირი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები