1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ცოტა ხნის წინ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ნიუჰოსპიტალში გადაიყვანეს"

ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ნიუჰოსპიტალში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანეს. მერაბიშვილს სამედიცინო დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

“შედეგი არ გამოიღო ამ პერიოდში მკურნალობამ. ორ თვეზე მეტია უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად ჩვენ მოვითხოვეთ რომ მომხდარიყო მისი ხელახლა გამოკვლევა რაზეც დაგვთანხმდნენ და მოხდა მისი გადაყვანა. ამავდროულად მიწერილი გაქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის, რომ გვაცნობონ წინა შემთხვევებში როდესაც მოხდა მისი გაყვანა გამოკვლევის მიზნით რა დიაგნოზი იქნა დასმული. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში ისინი მოგვაწვდიან ამ ინფორმაციას. რაც შეეხება  მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავ ცუდად არის. არანაირი შედეგი არ ქონია ამ ორთვიან მკურნალობას. ბუნებრივია, გვაქვს განცდა, რომ არ მოხდა ჯეროვნად მისი გამოკვლევა. ან არასწორი დიაგნოზირება იყო  თავის დროზე გაკეთებული,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები