1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გულისცემა ორჯერ გაუჩერდა” – ნანგრევებში მოყოლილი მოზარდის ჯანმრთელობა კრიტიკულია

თბილისში, ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტლის პედიატრის ინფორმაციით, მოზარდს გულისცემა ორჯერ გაუჩერდა. იგი ამ დრომდე ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გულისცემა თითქმის ორჯერ გაუჩერდა. მას ფილტვი, თავის არე და მუცლის ღრუ აქვს დაზიანებული. ხელოვნურ მართვის სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა. ველოდებით მდგომარეობის დასტაბილურებას, რომ მუცლის ღრუს გამოკვლევები ჩაუტარდეს“, – განაცხადეს კლინიკაში.

კიდევ ორი მოზარდი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები