1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში დასაქმებული ქართველები, რომლებსაც ანაზღაურება არ მისცეს, საქართველოში დაბრუნდნენ

თურქეთში დასაქმებული 17 ქართველი საქართველოში დაბრუნდა. ისინი თურქეთში სამუშაოდ ერთი თვის წინ წავიდნენ. როგორც ამბობენ დამსაქმებელმა მათ გამომუშავებული თანხის ნაწილი არ გადაუხადა.

“15 000 ლირამდე აქვთ დავალიანება. ასევე ცუდ პირობებში ვიყავით, არ გვქონდა საკვები და წყალი. ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს დახმარებით დამსაქმებელს პროკურატურაშიც ვუჩივლეთ,”- განაცხადა სალომე დვალიშვილმა.

მათივე განმარტებით თურქმა სამართალდამცველებმა დამსაქმებელს უკვე დააკისრა ჯარიმის სახით 160 000 ლირა და დასაქმებულებისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები