1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“დამეხმარეთ, რომ შვილს სიცოცხლე შევუნარჩუნო”- 17 წლის გოგონას, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაშია დახმრება ესაჭიროება

18 წლის ხატია თვაური, დაახლოებით ერთი წლის წინ ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩატარებული ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გამო კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. უკვე მერამდენე თვე გავიდა და მისი მდგომარეობა არ შეცვლილა. თვაურების ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხატია კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი მიიყვანეს.  (“ხელი უნდა მოაწეროთ, რომ ექიმებს არ ედავებითო” – როგორია ცხვირის ოპერაციის გამო კომაში ჩავარდნილი გოგონას მდგომარეობა)

ხატიას დედის განმარტებით, მთავარი ექიმი – ზაქარია ოდიშვილი და ხეჩინაშვილის კლინიკა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ და ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევები იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. არსებულ საქმესთან დაკავშირებით გამოძება ისევ მიმდინარეობს და დღემდე, არც ექსპერტიზის პასუხი არ მიუღია ოჯახს.

როგორც mshoblebi.ge – სთან საუბარში დედა ყვება, ახალგაზრდა გოგო მკურნალობის კურსს სახლში გადის. თუმცა, კომიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა. იმისათვის, რომ გოგონას სიცოცხლე შეუნარჩუნდეს,თეონა სიდამონიძე საზოგადოებას თხოვს დახმარებას, რათა შვილის საზღვარგარეთ წაყვანა შეძლოს სამკურნალოდ.

 რა რაოდეობის თანხა გჭირდებათ, რომ ხატია საზღვარგარეთ წაიყვანონ სამკურნალოდ?

– გადაგზავნილი მაქვს ხატიას ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია თურქეთში და გერმანიაში, ველოდები კალკულაციას და გავიგებ რა დაჯდება მკურნალობა. მაგ. გერმანიის ერთ-ერთ კლინიკიდან მომთხოვეს მომთხოვეს 45 000 დოლარი, 70 დღეში. სახლის პირობებში, თვეში 5 000 ლარი

მჭირდება, რომ ვუმკურნალო შვილს.

– ადგილობრივი თვითმართველობისთვის ხომ არ მიგიმართავთ დახმარების თხოვნით?

– ვიყავი მერიაში. მითხრეს, კალგულაციის მონაცემები რომ ჩამოგივა, უნდა მიიტანო ჯანდაცვის სამოინისტროში და შემდეგ მოგვამართეთ ჩვენო. კიდევ ერთხელ, უმორჩილესად გთხოვთ, გამიწიოთ დახმარება, რათა შევძლო ხატიას მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელება.
დახმარების მსურველებმა იხელმძღვანელეთ ქვემოთ მითითებული რეკვიზიტებით:

სიდამონიძე თეო
მობილური: 555199134
ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი:
GE39BG0000000327582300
თიბისი ბანკი:
GE62TB7512745061100031
ვითიბი ბანკი:

GE54VT100000246539450

კომენტარები

მსგავსი სიახლეები