1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ფოთში ახალგაზრდებს ხელყუმბარა აუფეთქდათ

ჩამოტვირთვა

ძლიერ აფეთქებას ფოთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის, ერთი არასრულწლოვანია, მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული და ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იმყოფება.

შემთხვევა ფოთში, გამთენიისას,  ნაბადას უბანში მოხდა. „კურიერის“ ინფორმაციით ახალგაზრდებს ქუჩაში, დაუდგენელ ვითარებაში რამდენიმე ხელყუმბარა აუფეთქდათ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ინციდენტს თვითმხილველი არ ჰყავს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს გამოძიება ორი მუხლით 124-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები