1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამაკაცი ონკოლოგიურ საავადმყოფოს თირკმლის მოპარვასა და გაყიდვაში ადანაშაულებს

76 წლის თენგიზ აბულაძე ონკოლოგიური საავადმყოფოს თირკმლის მოპარვასა და გაყიდვაში ადანაშაულებს.

პაციენტმა ოპერაცია 22 იანვარს სწორ ნაწლავზე გაიკეთა, 7 თვის შემდეგ საკვებით მოწამვლის გამო ადგილობრივ საავადმყოფოში გასინჯეს და უთხრეს, რომ ცალი თირკმელი აღარ ჰქონდა.

აბულაძის ბრალდებებს კატეგორიულად უარყობენ საავადმყოფოში და აღნიშნავენ, რომ ოპერაციის წინ თირკმელის ამოკვეთის შესახებ ხელოი თავადვე მოაწერა და ამის შესახებ ინფორმირებული ოჯახის წევრებიც იყვნენ.

თირკმლის უკანონოდ ამოჭრაში დადანაშაულებული ქირურგი, ბრალდებას დაავადებული მოხუცის თირკმლის გაყიდვის თაობაზე აბსურდად მიიჩნევს და პაციენტის მხრიდან ცილისმწამებლური განცხადების გამო მორალური ზიანის მიყენებისთვის საჩივრის შეტანას თავადაც გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები