1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,პოლიციის მისვლისას, უნიტაზი მოგლიჯა და ვაზნები ჩარეცხა” – პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრის, გიორგი ჭელიძის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.

როგორც პროცესზე, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ჭელიძე მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდა. მისი თქმით,  ჭელიძის სახლში პოლიციის მისვლისას მან საპირფარეშოში უნიტაზი მოგლიჯა და ვაზნები შიგნით ჩაყარა. მისივე თქმით, ჭელიძემ ვაზნების სრულად ჩარეცხვა ვერ მოასწრო.

ბრალდების მხარე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორების თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

დაცვის მხარის განცხადებით კი, ჭელიძის მიმართ საქმის წარმოება პოლიტიკური ზეწოლაა, რადგან მან მიიღო გაფრთხილება ფაშისტური სიმბოლიკის ტარების შესახებ:

“გიგა ჭელიძეს და მის ორგანიზაციას აქვს ქართული ეთნოგრაფიიდან ამოღებული სიმბოლიკა. ეს არის ბორჯღალო და ბოლნური ჯვარი”,- განაცხადა დაცვის მხარემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები