1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლების მხრიდან გამოთქმულ პროტესტს პასუხობს

მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღრიცხვიანობის სისტემა იყო მოშლილი, რაც აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც არის აღნიშნული.

მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან ისინი არ დადიოდნენ სამსახურში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, 150 თანამშრომელს შეეხო ხელშეკრულების პირობების ცვლილება, სიმართლეს არ შეესაბამება და 70-მდე კადრისთვის მოხდა ხელშეკრულების პირობების ცვლილების შეთავაზება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სპეციფიკური ორგანიზაცია, სადაც ირიცხება, როგორც არანორმირებული, ასევე ნორმირებული, საათობრივ და განსხვავებულ რეჟიმზე/ცვლებში მუშაობის დატვირთვაზე მყოფი პოზიციები.

“აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში აღრიცხვიანობის სისტემა იყო მოშლილი და ფაქტობრივად, აღრიცხვა არ ხორციელდებოდა, რაც აისახა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, სადაც რეკომენდაციის სახით წარმოდგენილი იყო თანამშრომელთა დასწრება–აღრიცხვის, ე.წ. ტურნიკეტის სისტემის დანერგვის აუცილებლობა.

“2018 წლის მაისში დასრულდა შენობაში დაშვება-კონტროლის სისტემის მოწყობილობების მონტაჟისა და გამართვის სამუშაოები, რის შესახებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები