1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მმართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ ვხედავ, რომ ხელს აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს"

"მოეშვან პოლიტიკურ განცხადებებს და მიხედონ საქმეს ისე, როგორც საჭიროა,“ - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული  დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. სარალიძე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების წევრები კონკრეტული პირებისთვის ხელის დაფარებას ცდილობენ.

„აქ არის გამოსავლენი ჩემი შვილის მკვლელები და არა ვიღაცების აზრები, რომ პოლიტიკური ჭრილია და არ მაინტერესებს მე არანაირი პოლიტიკური ჭრილები. ეს კომისია არის კონკრეტულად მკვლელობის საქმეზე შექმნილი, რა შუაშია აქ პოლიტიკა. დადგნენ და გამოიძიონ და დადონ ისეთი დასკვნა, როგორიც საჭიროა, მაგრამ მმართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ ვხედავ, რომ ხელს  აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს. შსს-ს ეს დადგენილი აქვს ყველაფერი. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს, ხელი დააფაროს,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები