1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ღამის სერენადები" აფხაზეთის მთავრობამ დააჯილდოვა

ლეგენდარული მევიოლინის ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ღამის სერენადები" დააჯილდოვეს.

თბილისში ფესტივალის პირველივე კონცერტზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ფესტივალს მადლობის სიგელი გადასცა.

როგორც ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, ჯილდო ფესტივალმა საერთაშორისო ფესტივალ ბიჭვინთის ღამის სერენადების დაარსებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

ფესტივალის ერთ-ერთ სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს ასევე გადაეცა სამახსოვრო სუვენირი ბიჭვინთაში ზურაბ  წერეთლის მიერ შექმნილი ქანდაკების "მოცეკვავე დელფინების" გამოსახულებით.

თბილისში ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ პირველ საკონცერტო დღეს შესრულდა იოსებ ბარდანაშვილის "სერენადა" ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისთვის, რომელიც კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონცერტის მეორე ნაწილში კი მევიოლინე გია იაშვილმა წარადგინა თავისი პროექტი "ოპერა-ფანტაზია", სადაც აჟღერდა პოპულარული არიები გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანი საკრავებისთვის.

გიორგი ისაკაძე, "ღამის სერენადების" სამხატვრო ხელმძღვანლი:

- წარმატებით ჩატარებული ბათუმის ნაწილის შემდეგ, ფესტივალმა გადმოინაცვლა თბილისში. პირველივე კონცერტი საკმაოდ წარმატებული იყო. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ფაქტი, რომ უკვე მეორედ აღვნიშნეთ ბატონი სოსო ბარდანაშვილის 70 წლის იუბილე. უაღრესად ბედნიერები ვართ, რომ გვეწვია ფესტივალზე და სპეციალურად ჩამოვიდა ისრაელიდან.

დიდი მადლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რომ გვეწვია კონცერტზე. მადლობა მის თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას, რომელმაც თავისი ჯილდოთი აღნიშნა ამ ფესტივალის მნიშვნელობა და თვითონაც მიულოცა იუბილე ბატონ სოსოს.

ნოსტალგიით ვართ აღსავსე, რადგან ფესტივალის ისტორია, აფხაზეთში ბიჭვინთაში დაიწყო. ეს იყო ზღაპრული დრო, ეს იყო ინსპირაცია ლიანასთვისაც. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს ფესტივალი ისევ აფხაზეთში გაგრძელდება.

ფესტივალი გრძელდება და დასკვნითი კონცერტი გაიმართება 4 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც შესრულდება შოსტაკოვიჩის სიმფონია და უსტვოლსკაიას საფორტეპიანო კონცერტი. ეს იქნება პრემიერა - პირველი შესრულება საქართველოში. სოლისტი იქნება ჩვენი სასიქადულო თანამემამულე, პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. კონცერტს იდირიჟორებს ვახტანგ მაჭავარიანი.

იოსებ ბარდანაშვილი, კომპოზიტორი:

- დიდი მადლობა შემსრულებლებს და მსმენელს, ვინც კონცერტს დაესწრო. ჩემთვის ძალიან მღელვარე დღე იყო, თუმცა ყველა საკონცერტო დღე მღელვარეა. ეს ნაწარმოები დავწერე საკმაოდ ახალგაზრდა პერიოდში, 35 წლის წინ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ნაწარმოები თბილისში შესრულდა, დაბრუნდა იმ დარბაზში, სადაც დაიწყო მისი აღმასვლა. ეს ნაწარმოები ბევრჯერ შესრულდა უცხოეთში დიდი წარმატებით და მიხარია, რომ ის კვლავ საქართველოშია. თანაც ამ ნაწარმოებს უკრავს ნანა იაშვილის ბიჭი გია იაშვილი. გამოდის, რომ ქართულ მუსიკაში ჩემმა ნაწარმოებმა მონახა თავისი გაგრძელება.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. 70 მხოლოდ ციფრია და მეტი არაფერი. შინაგანად დიდი ენერგიის მფლობელი ვარ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ სასიამოვნო და საინტერესო დღესასწაულებს მოგიძღვნით საქართველოს, ჩემს ისრაელს, სადაც დღეს ვცხოვრობ და ასევე მსოფლიო მუსიკალურ საზოგადოებას.

ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი:

- ფესტივალს მივულოცე იუბილე, გადავეცი ჩვენი მთავრობის მადლობის სიგელი იმის დასტურად, რომ ჩვენ მადლიერები ვართ და ამ მადლს ვატარებთ დიდი სიფაქიზით. ჩვენი მთავრობის სახელით ფესტივალს გადავეცი სუვენირი, სადაც აღბეჭდილია ბიჭვინთის სიმბოლო, რომელიც შექმნა ჩვენმა ჩვენმა შესანიშნავმა  მოქანდაკემ ზურაბ წერეთელმა. ეს არის მოთამაშე დელფინები, ის დელფინები, რომლებიც უსმენდნენ ამ მუსიკას და რომლის ცეკვის ქვეშ ტარდებოდა ეს ფესტივალი.

ემოციების ქვეშ ვიმყოფები. საოცარი საღამო იყო. ბიჭვინთაში 83 წელს რომელი ნაწარმოები შესრულდა ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვირტუოზები იყვნენ მაშინაც და იქიდან აიდგა ფეხი იმ იდეამ, რასაც ქალბატონმა ლიანამ მერე შეასხა ფრთები და ვირტუოზთა გუნდი შექმნა.

ვამაყობ, რომ აფხაზეთში დაიწყო ეს ფესტივალი, შემდეგ ბათუმმა გადაიბარა და დღეს თბილისი შესანიშნავად არგძელებს ტრადიციებს. ვწუხვარ იმის გამო, რომ შეწყდა ფესტივალი ერთი პერიოდი და დღეს აფხაზეთში არ აქვთ საშუალება მოისმინონ ის, რითიც დღეს ჩვენ ვამაყობთ.

სიმართლე გითხრათ ვწუხვარ, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ამ მუსიკამაც, ამ ფესტივალმაც შესძინა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას შეწყდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, დროებით არის შეწყვეტილი.

დღეს გავაჟღერე ინიციატივა, რომ კარგი იქნება ეს ფესტივალი თუ ჩატარდება რუხში, აფხაზეთთან სიახლოვეს და ეს ტრადიცია გაგრძლდება, რომ ჩვენ ისევ ჩავიდეთ აფხაზეთში, ისევ ბიჭვინთაში და ქათრთველებთან და აფხაზებთან ერთად ამ შესანიშნავ ორკესტრს, შესანიშნავ ქალბატონს მიეცეს საშუალება გააგრძელოს და ახალი სუნთქვა მისცეს ამ ფესტივალს.

ის, რაც იყო ბიჭვინთის შესანიშნავი ბუნების ფონზე, შესანიშნავი ზღვის ფონზე, ბიჭვინთის ტაძარში არსებული ორღანის ფონზე - სწორედ ეს ქმნიდა იმ განწყობას და ატმოსფეროს, რომელიც აახლოებდა ყველას, ვინც იმ დროს აფხაზეთში ცხოვრობდა. დარწმუნებული ვარ, ეს დრო მალე დაბრუნდება.

განწყობა ერთია - ამ მუსიკას აუცილებლად მივიტანთ ისევ  ჩვენს მსმენელამდე, მივიტანთ აფხაზებამდე და დარწმუნებული ვართ, რომ აფხაზები და ყველა ის ხალხი, ვინც ჩვენ გველოდება სიამოვნებით დახვდება ამ ფესტივალს და უმასპინძლებს, როგორც ათეული წლების უკან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...