1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ღამის სერენადები“ 2 სექტემბერს თბილისში გადმოინაცვლებს – როგორია პროგრამა

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ბათუმი-თბილისის X საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები” 22 აგვისტოს გაიხსნა და რამდენიმე კონცერტს უმასპინძლა.

 ფესტივალის ბათუმის ნაწილი დასრულებულია. ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული მუსიკალური ღონისძიება 2 სექტემბერს თბილისში გადმოინაცვლებს: აჟღერდება იოსებ ბარდანაშვილის„სერენადა“ ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისთვის. შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს. კონცერტის მეორე ნაწილი დაეთმობა გია იაშვილის პროექტს „ოპერა-ფანტაზია“ -პოპულარული არიები გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის.

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიის ლაურეატი, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრიზის ორგზის მფლობელი, ისრაელის საავტორო უფლებათა სააგენტოს, ისრაელის თეატრალური ოსკარის და სხვა მნიშვნელოვანი პრიზების მრავალგზის მფლობელი იოსებ ბარდანაშვილი დაიბადა 1948 წელს ქ. ბათუმში, ცნობილი მხატვრის იუზა ბარდანაშვილის ოჯახში. 1973 წ. დაამთავრა თბილისის სახ. კონსერვატორია, შემდეგ – ასპირანტურა. 1986-1991 წ.წ. იყო ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, 1991-1993 წ.წ. – აჭარის მუსიკალური საზოგადოების სამხატვრო ხელმძღვანელი, 1993-1994 წ.წ. – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე. 1995 წლიდან ცხოვრობს ისრაელში. ი. ბარდანაშვილი 100 მეტი მუსიკალური ნაწარმოების ავტორია. მათ შორისაა: 4 ოპერა, 2 ბალეტი, 3 სიმფონია, კამერული მუსიკა სხვადასხვა ანსამბლისთვის, ინსტრუმენტული კონცერტები, საგუნდო მუსიკა, საესტრადო სიმღერები, მუსიკა თეატრისა და კინოსთვის. მისი ნაწარმოებები სრულდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობილი მუსიკალური კოლექტივებისა და შემსრულებლების მიერ.გია იაშვილი უკვე 20 წელზე მეტია, რაც სოლო-საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში. 

2006-2011 წ.წ. მაესტრო ლორინ მააზელის მიწვევით იყო ვალენსიის საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი, რომელსაც ასევე ხელმძღვანელობდა მაესტრო ზუბინ მეტა. ამჟამად გია პეკინის სიმფონიური ორკესტრის მოწვეული კონცერტმაისტერია. იგი ცნობილი საერთაშორისო ფესტივალების ხშირი სტუმარია (Schleswig Holstein Festival, Verbier Festival, Festival di Roma, Santander Festival). მოღვაწეობს საქვეყნოდ ცნობილ მუსიკოსებთან: იო-იომა, ჯოშუა ბელი, მარტა არგერიხი, ლორინ მააზელი, კლაუდიო აბადო, ნიგელ კენედი, მიშა მაისკი, ირვი გიტლისი და სხვები.

რაც შეეხება „ღამის სერენადების“ ბათუმურ საღამოებს, მასში მონაწილეობდნენ: ალექსანდრე კორსანტია, ვახტანგ მაჭავარიანი, გია იაშვილი, გეზა ჰოსზუ ლეგოცკი, სოფია ბოროსი, მარიო სტეფანო პიეტროდარჩი, კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი და სხვები. წლევანდელი ფესტივალის საბაზო ორკესტრია კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.ღონისძიებაზე, სადაც სოსო ბარდანაშვილის „სერენადა“ შესრულდა, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ცნობილი კომპოზიტორი, რომელსაც საპატიო ბათუმელის წოდება უკვე აქვს მინიჭებული, დამსახურებული მოღვაწის წოდებით დააჯილდოვა.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი. „ღამის სერენადების“ უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლიანა ისაკაძეა. წელს ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მისი ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე გაუწევს, რომელიც ქალაქ ინგოლშტადტში მუსიკალური სასწავლებლის და ასევე, მიუნხენში, ცეკვისა და მუსიკის აკადემიის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოება, რიც გამოც, 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა. საფესტივალო საღამოები ბათუმში მეათედ 26, 28 და 29 აგვისტოს გაიმართა.

ფესტივალი ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“. ღონისძიების ორგანიზატორი: კომპანია "არტ ალიანსი“.

ფესტივალის   მთავარი   პარტნიორები   არიან   საქართველოს   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია,  ქ. თბილისის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, პროექტი  Check in Georgia, ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი” , კომპანია „თელასი“, „ჯინო ფერედაისი“,  ქართული ვისკი”ჯიმშერი”, კომპანია ”სარაჯიშვილი”, ქართული უნიკალური ღვინო Georgian unique wine, „ედვაის ჯგუფი“, მოდის სახლი „მარიგოლდი“.პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: – პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“,  „ივენთს ამბები.გე“, საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი, „ინტერნეტ მედია ჯგუფი“, „მედიაგავრცელების სააგენტო კლიპ-არტი“, Awards.com.ge, ინგლისურენოვანი გაზეთები„Georgia Today“ და „The Georgian Messenger“, ვიდეო პორტალი ”My Video.GE”. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...