1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მივიდეთ და საშუალება არ მივცეთ, რომ ითამაშოს" - მორგოშია გურამ კაშიას ემუქრება

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი კონსტანტინე მორგოშია  9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩაშლით იმუქრება და ამბობს, რომ  გურამ კაშიას ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის უფლებას არ მისცემს. მორგოშია  დინამო არენასთან აქციას გეგმავს.

ის აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ და ძალადობას არ აპირებენ. მუქარის შემცველი განცხადება კონსტანტინე მორგოშიამ facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„საქართველოს ნაკრები თამაშობს ცხრაში, უამრავი გულშემატკივარი გვიკავშირდება, ათასობით წერილი მოდის, რომ მივიდეთ და საშუალება არ მივცეთ, რომ ითამაშოს. ძალით კი არ ჩავუხტებით სტადიონზე, უბრალოდ არ გვინდა, რომ იქ გამოვიდეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით... ძალადობას არ ვაპირებთ. ყოველ შემთხვევაში, რასაც გვაბრალებენ ხოლმე. ათასობით ადამიანი მიდის და პროტესტი, სტვენა, რა ვიცი, ზურგით შევუბრუნდებით და შერცხვება, ინამუსებს და გავა, ალბათ, ან არ გამოიყვანს მწვრთნელი,“ - განაცხადა მორგოშიამ.

მუქარის გამო შსს-მ კონსტანტინე მორგოშია უკვე დაიბარა დაკითხვაზე. თავად მორგოშია კი უწყებაში დაბარებას არ ადასტურებს.

შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარების გამო გურამ კაშია იძულებული გახდა, ფეისბუქზე საკუთარი ოფიციალური გვერდი გაეუქმებინა. მის მიმართ აგრესია ამჯერად UEFA-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA თანასწორობის ჯილდო გადასცა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები