1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიების ახალი მიმოწერები გამოქვეყნდა

საარჩევნო სკანდალი გრძელდება. ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ახალი მიმოწერები მოიპოვა.

ჩანაწერები გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ჩანაწერებით დასტურდება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები კომისიების წევრებს კანონგარეშე მითითებას აძლევენ. 

მან ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, მიმართა, რომ ის ცდილობს არჩევნების გაყალბებას, რის შესაძლებლობასაც ოპოზიცია არ მისცემს. გიორგი ვაშაძემ საოლქო საარჩევნო კომისიებს მოუწოდა, რომ კანონგარეშე ქმედებას არ დაემორჩილონ.

„საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა მოგვაწოდეს მათ მიერ დაგზავნილი მეილები, სადაც კანონგარეშე ქმედებას კანონის საწინააღმდეგოდ მითითებას აძლევენ საოლქო საარჩევნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელ პროფესიული ნიშნით შერჩეულ პირებს. პირდაპირ ეუბნებიან იმ მოთხოვნაზე, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა დააყენეს, რომ გასაუბრება მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული დამოუკიდებელი ნიშნით შესარჩევ წევრებთან. ამ მითითებას აძლევენ, ვციტირებ: „თუ ამას მოითხოვენ სხდომაზე, საერთოდ არ დააყენოთ ეს საკითხი კენჭისყრაზე, კანონი გასაუბრებას არ ითვალისწინებს, თუ ვინმეს ეს მოუნდება სხვაგან გაესაუბრონ. გვაქვს დოკუმენტაცია, სადაც მესიჯბოქსს აძლევენ ე.წ. დამოუკიდებელ კომისიის წევრებს, რა უნდა უპასუხონ მედიასაშუალებებს. ეს ყოველგვარ ზღვარ სცდება. მინდა მივმართო თაამრ ჟვანიას, ის რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის არჩევნების ტოტალური გაყალბების სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში,“- აღნიშნა ვაშაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...