1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზაზა ფაჩულიას ბუღალტერმა კალათბურთელის შემოსავლებიდან 800 ათასი დოლარი მიითვისა

ზაზა ფაჩულიას და მისი მეუღლის სახელით მათმა ყოფილმა ბუღალტერმა რენდი დი უსოუმ 800 ათასი დოლარი მიითვისა.

62 წლის ქალბატონს ბრალი ორი მუხლით წარედგინა - სახელმწიფო ქონების მითვისება და პირადი ინფორმაციის მოპარვა. პირველი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 250 ათასი დოლარის ჯარიმას, მეორე კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

62 წლის უსოუმ დანაშაული აღიარა, საპროცესო გარიგების თანახმად 3 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯეს და 618.45 დოლარის გადახდა დაეკისრა.

რენდი დი უსოუ ვაშინგტონში Randy Usow Accounting-ის მფლობელია. ფაჩულია მან  2004წელს გაიცნო, ხოლო თანხა თაღლითურად 2011-2015 წლებში მიითვისა. 

ფაჩულიამ და მისმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. საბუთებში რეალური შემოსავალი 164 ათასი დოლარი იყო მითითებული, დანარჩენს კი რენდი თავის ანგარიშზე რიცხავდა. 

ფაჩულიებმა მას შარშანწინ  სასამართლოში უჩივლეს, მაგრამ მან დაარწმუნა, რომ ვითარებას გამოასწორებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები