1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია ამერიკის ციხეში დაჭრეს

აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტის შედეგად მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს. 

ინციდენტის მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება. თავდაპირველად კონფლიქტი შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა. 

„შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. შულაიას მხარი კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემ („ჩაქუჩა“) დაუჭირა. რიცხობრივი უპირატესობა ლათინოამერიკელების მხარეს იყო, რომლებმაც შულაიასა და ხურციძის წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს. ადმინისტრაციის ჩარევის შემდეგ მასობრივი ჩხუბი შეწყდა, შულაია და ხურციძე კი ჰემატომებითა და ზედაპირული ჭრილობებით ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს გამოცემა CrimeRussia. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები