1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი

6-7 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

8-10 აგვისტოს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. 9 აგვისტოს ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები