საზოგადოება
”12-13 წლის ბავშვები თურქეთში თხილის საკრეფად მოდიან,მთავრობა რომ ამბობს ყველაფერი კარგადააო,დამანახეთ სად არის კარგად ყველაფერი?”
2018-08-05 23:25:45
თურქეთში თხილის სეზონი დაწყებულია და ქართველები სამუშაოდ ქალაქ ორდუში მიემგზავრებიან.
სარფის საბაჟოზე თურქეთის მხარეს „ბათუმელები“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ადამიანებს შეხვდა.
ისინი სამურშურტო ტაქსებთან იყვნენ შეგროვილი და გამგზავრებას ელოდებოდნენ. ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსში 15 მგზავრი იყო – თელავიდან, ოზურგეთიდან, ზესტაფონიდან, ტყიბულიდან და ხონიდან, მათ შორის 3 არასრულწლოვანი.
კომენტარები