2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ბათუმში შერატონს მეხი დაეცა"

ბათუმში მდებარე სასტუმრო „შერატონს“ მეხი დაეცა  – ინფორმაცია ამის შესახებ მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა გაავრცელა. მომღერალი ბათუმში სოლოკონცერტის გასამართად ჩამოვიდა. სცენის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც 3 აგვისტოს, საღამოს, მომღერალს კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, ფეისბუქლაივით ჩაერთო, რომლის დროსაც თქვა:

დილის ცხრა საათზე გავიღვიძე ჭექა-ქუხილისგან, შერატონს  დაეცა მეხი, ლიფტებიც კი გაითიშა და ჩამოვედით სათადარიგო ლიფტებით”.

“ბათუმელებმა” აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად სასტუმრო „შერატონს“ მიმართა. როგორც სასტუმრო “შერატონის” მარკეტინგის სამსახურში გვითხრეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“არაფერ შუაში არ არის მეხი და ჭექა-ქუხილი, ასე რომ ყოფილიყო, მაშინ სათადარიგო ლიფტებიც არ იმუშავებდნენ. რაღაც დროის განმავლობაში ნამდვილად სათადარიგო ლიფტებს იყენებდნენ ჩვენი სტუმრები. სათადარიგო ლიფტებში ვგულისხმობ თანამშრომლების ლიფტებს. საქმე იმაშია, რომ მიმდინარეობს ჩვეულებრივ დაგეგმილი ლიფტების მომსახურება, ვთანამშრომლობთ კომპანია “მიცუბიშთან”, რომელიც პერიოდულად მოდის და ატარებს ლიფტების შემოწმებას,” – უთხრა “ბათუმელებს” სასტუმრო „შერატონის“ წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, მეხის დაცემის შესახებ ჭორზე აგებული ისტორია გავრცელდა.

“სავარაუდოდ ეს იყო, უბრალოდ, დამთხვევა”, – ამბობენ „შერატონში“.

გუშინ დილიდან ბათუმში გადაუღებლად წვიმდა. დილით იყო ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი.

წყარო: http://akhalitaoba.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...