2 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მე მკვლელი ვარ მეგობარო, მე მოვკალი საკუთარი თავი – ნარკომანის აღსარება

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც სოციალურ ქსელში იმე დიანის სახელითაა დარეგისტრირებული ფეისბუკის პირად გვერდზე წერს:

„დღეს, ვიზიტით ერთ ოჯახში გახლდით. მხოლოდ ერთი, 48 წლის მამაკაცი ცხოვრობს. მისი საცხოვრისი ნათესავისნახევრად სარდაფს წარმოადგენს. ოთახი მოუწესრიგებელი და უსუფთაოა. თვითონ კიმუხლებში ჩაღუნული გადაადგილდება. მეორე ჯგუფის ინვალიდია. მიზეზი რომ ვკითხემისი ასეთი მდგომარეობის, თვალები ცრემლებით აევსო. მის თვალებში ჩანდა, რომ ნაკითხიდა განათლებული იყო. ჩამოჯდა ჩემს წინ.__ მე მკვლელი ვარ მეგობარო, მკვლელი. –მითხრა და ქვემოდან შემომხედა.__ არა, სწორად გამიგე. არც დანით, არც სხვა რამე იარაღით არავინ მომიკლავს, მაგრამ მე მოვკალი საკუთარი მე, რასაც პირველ რიგში ჩემი ოჯახი შეეწირა. ჯერ ოჯახი დამენგრა, ცოლშვილმა მიმატოვა,მერე მშობლები ჩემზე დარდს გადაყვნენ. ჩემს დას და მთელ სანათესაოს ვალები წამოვკიდე და ყველამ მიმატოვა. გავყიდე მანქანა, ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი და ყველაფერი იმისთვის,რომ წამალი ამეღო და ვენებში გამეშვა. მერე ფული რომ აღარ მქონდა დალევა დავიწყე. მერეჭუჭყიანი წამლის კეთებაზე გადავედი. ძმაკაცებმაც მიმაგდეს, აღარავის ვახსოვარ. მხოლოდ ერთი ნათესავი დამრჩა, რომელმაც ეს ოთახი დამითმო. მას მოაქვს ჩემთვის ორ დღეში ერთხელ საჭმელი. ექიმთან მან წამიყვანა. ტვინში მარგანცოვკა მქონია დალექილი.ინვალიდობის ჯგუფის მონიჭებაზეც მან მატარა და 100 ლარი დამენიშნა. ახლა ის ნათესავი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. __ახლა გპატრონობთ ვინმე? ვკითხე მე.__ კი, მეზობლებს ვატან ფულს და იმათ მოაქვთ პური და თუ რამეს მიყიდიან სხვას.__ ადრე რატომ არ დაწერეთ განცხადება სოციალურ დახმარებაზე?__ 90-იანებში თანამდებობაზე ვმუშაობდი. კარგი შემოსავალი მქონდა. მეც ავიწყე ცხოვრებადა ჩემს გარშემო ყველას ვეხმარებოდი. თავს მეხვია ნათესავ მეგობარი. მერე თანამდებობიდანგამათავისუფლეს და საკუთარი ბიზნესი ავაწყვე. უფრო მეტს ვშოულობდი და უფრო მეტი მეგობარიც გამიჩნდა. არაფერს ვიკლებდი და ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა წამალიც. ჯერ ინტერესის გამო გავიჩხირე ერთი ორჯერ, მერე შევჯექი. ახალი საძმო გამიჩნდა. ყველა ჩემიწამლით გულაობდა. მერე ბიზნესი ჩამივარდა. რაღაც ვერ გავთვალე სწორად და მანდედანდაიწყო ყველაფერი და აქამდეც დავეშვი. ახლა ხელგამოწვდილი თვალებში შემოგყურებ,იქნება სოციალური დამენიშნოს.გულით შემეცოდა. მხარზე ხელი დავადე და მეც ბურთი გამეჩხირა ყელში. შევავსე დეკლარაცია და დავემშვიდობე. მთელი დღე დამძიმებული ვარ მისი აღსარების მოსმენით.გუშინ კი ტელეიმედზე გირჩელმა ეპისკოპოსმა ასეთი რამ დაახეთქა, მოვთხოვოთ სახელმწიფოს, რომ მიიღოს კანონი რომლითაც აღიარებს, რომ ჩვენი სხეული ჩვენ გვეკუთვნისდა როგორც გვინდა ისე მოვიქცევითო. სხვათაშორის, გამიკვირდა და მის საწინააღმდეგოდმხოლოდ ბექა წიქარიშვილმა ამიოღო ხმა. მარტო ჩვენ თავს არა, ჩვენს შვილებსაც ვეკუთვნითო უთხრა და მერე საერთოდ, სულ სხვა არგუმენტი მოიყვანა. ვიფიქრე,ალბათ ეს კაცი რომ ნახონ და მისი აღსარება მოისმინონ, აღარავინ გაიკეთებს თქო,თუმცა რამდენი ასეთი ეყოლებათ ნანახი, მაგრამ ეს სატანა რასაც ნარკოტიკი ჰქვია, ვერმოუშორებიათ..“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები